logo_geo
მდინარე ჩხერიმელას ადიდების გამო ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
- +

8 თებერვალი. 2020. 15:50

 

 

ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი მდინარე ჩხერიმელას ადიდებაა, რამაც ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარედ მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროენერგიის გადამცემ საყრდენს ბოძებს ძირი გამოუთხარა.

 

მომხდარის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში რიყისა და რკინიგზის უბნების, სოფელ ჩხერის, ჯაფაროულის და ბაზალეთის რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.

 

ამ დროისათვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

 

big_banner
არქივი