ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6-ბალიანი შტორმია.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
მათივე ინფორმაციით, დღეს ღამის საათებში გაძლიერდება სამხრეთ დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ, 15 მ/წმ დაქროლვით. დროგამოშვებით მოსალოდნელია ატმოსფერული ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +0; -1 გრადუსი იქნება. ხვალ, იქროლებს დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. შტორმი 5 ბალი, ზღვის ტალღის სიმაღლე – 260-300 სმ. მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0; -1 გრადუსი, ღამით -1; -3 გრადუსი.10 თებერვალს შტორმი 4 ბალამდე შემცირდება. იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1; -1 გრადუსი, ღამით -2; -4 გრადუსია მოსალოდნელი