logo_geo
ძლიერმა ქარმა გორში, მრავალსართულიან შენობას სახურავი გადახადა
- +

9 თებერვალი. 2020. 12:16

 

 

ძლიერმა ქარმა გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან შენობას სახურავი ნაწილობრივ გადახადა. აღნიშნულ შენობაში თავდაპირველად სასტუმრო ,,ქართლი“ იყო განთავსებული, შემდგომ კი, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა.

 

„საკმაოდ ძლიერი ქარი იყო და ამ მრავალსართულიანი შენობის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. დევნილები აქ აღარ ცხოვრობენ, ყველა ოჯახი დაკმაყოფილდა სახელმწიფოსგან კეთილმოწყობილი ფართით. ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო შენობის მიმდებარე ქუჩის საფეხმავლო ტროტუარის და საავტომობილო გზის გაწმენდა სახურავის დაზიანებული კონსტრუქციებისგან. შენობა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. მეპატრონეც იმყოფებოდა ადგილზე, მიეცა მითითება, რომ რაიმე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შეაკეთოს ან დაზიანებული სახურავის დემონტაჟი განახორციელოს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი