logo_geo
ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
- +

9 თებერვალი. 2020. 15:09

 

 

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში დღესაც საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ზღვაზე შტორმი კიდევ 2 დღის მანძილზე შენარჩუნდება.

 

დღისით შტორმის სიძლიერე 4-5 ბალი, ღამით კი 3-4 ბალი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით ფიქსირდება 0 გრადუსი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 -3 გრადუსამდე დაეცემა.

 

11 თებერვლიდან კი სინოპტიკოსები ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ. მათივე ინფორმაციით, ზღვაზე შტორმის სიმძლავრე 2 -3 ბალამდე შემცირდება.

 

 

big_banner
არქივი