logo_geo
შუამთის მონასტერთან თბილისის მიმართულებით მოძრავი 20-მდე ავტომობილია გაჩერებული და მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან
- +

9 თებერვალი. 2020. 15:10

 

 

შუამთის მონასტერთან თბილისის მიმართულებით მოძრავი 20-მდე ავტომობილია გაჩერებული. მძღოლების თქმით, რამდენი საათია გზის გახსნას ელოდებიან.

 

ტერიტორიაზე გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

 

თელავის საგზაო სამსახურის ინფორმაციით, აქტიურად იწმინდება გზა.

 

„ღამიდან იყრება ტექნიკური მარილი, მაგრამ ხელს ყინვა უფრო გვიშლის, ვიდრე თოვლი. ამ ეტაპზე ისევ მოქმედებს შეზღუდვები. მაღალი გამავლობის მანქანები და ასევე ის ავტომობილები გადაადგილდებიან, ვისაც აქვთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები“, - განმარტა „გზამშენი 2005“-ის დირექტორმა ტარიელ ლაშაშვილმა.

 

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ნაწილობრივი შეზღუდვა მოქმედებს. გზის ინტენსიური გაწმენდის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია ვერონა-შუამთის მიმართულებით.

 

ძლიერი ყინვისა და თოვის გამო, ამ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი