logo_geo
რა ეტაპზეა აბასთუმნის რეაბილიტაცია
- +

10 თებერვალი. 2020. 10:31

 

 

აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, აქტიურად მიმდინარეობს. ამ თემას სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მიუძღვნა.

 

კურორტზე უკვე აღდგენილია 18 ისტორიული შენობა, მუნიციპალური განვითარების ფონდთან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღდგა. პირველად ჩაუტარდა რეაბილიტაცია 30 წლის წინ აშენებულ საბაგიროს, რომლითაც ვიზიტორები ობსერვატორიაში ადიან. დასრულდა დიდი ტელესკოპის შენობის რეაბილიტაცია. მალე აქ ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნება და სამეცნიერო ბიბლიოთეკა აღდგება.

 

„ქართუ ფონდს“ კურორტის ელექტრომობილებზე გადაყვანა სურს, რისთვისაც საზოგადოებრივი პარკინგის მშენებლობა უკვე დაიწყო. დასრულდა 5-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც ავარიულ სახლებში მცხოვრებლები გადმოსახლდნენ. პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და მისი დაფინანსებით განხორციელდა. გარემონტებული ბინები მოსახლეობას უფასოდ გადაეცა. ამ ეტაპზე ისინი გაზის გადასახადისგან არიან გათავისუფლებულები.  აღდგენილია „ფილტვის ცენტრი“, რომელშიც პაციენტებს უფასოდ ემსხურებიან.

 

დასამტკიცებლად მზად არის აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის შედგენისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა დაბა იქნება, მავნე გამონაბოლქვის გარეშე.

 

სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

 

 

big_banner
არქივი