logo_geo
მცხეთაში მდინარე მტკვარი გაიყინა
- +

12 თებერვალი. 2020. 01:20

 

 

ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრის გარკვეული მონაკვეთები გაყინულია.

 

აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა, მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

 

 

big_banner
არქივი