logo_geo
ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
- +

13 თებერვალი. 2020. 10:31

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა.

 

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.

 

სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ ხვალ აღდგება.

 

„სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60 %-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

big_banner
არქივი