logo_geo
სოფელ ერგეტას საბავშო ბაღს ხანძარი გაუჩნდა
- +

13 თებერვალი. 2020. 11:14

 

 

 

ხანძარი იყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მდებარე საბავშო ბაღში.

 

ცეცხლი ბაღის შენობის სახურავს მაშინ გაუჩნდა, როდესაც იქ აღსაზრდელები იმყოფებოდნენ. შენობაში ხანძრის დროს 28 ბავშვი და მასწავლებლები იყვნენ.

 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ინვენტარი კი ცეცხლმოკიდებული შენობიდან ხალხის დახმარებით გამოიტანეს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 

big_banner
არქივი