logo_geo
უხვი ნალექის გამო ქუთაისში ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია
- +

14 თებერვალი. 2020. 10:30

 

 

ქუთაისში ინტენსიურმა თოვამ გზებზე პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. მოძრაობა შეფერხებულია როგორც ცენტრალურ, ასევე შიდასაუბნო გზებზე.

 

მერიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, პრობლემა სრულად ვერ მოგვარდა. მათი თქმით, გზების გაწმენა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

ქსელში მომხდარი ავარიის შემდეგ ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დრომდე სრულად აღდგენილი არ არის, შეფერხებაა ელექტროენერგიასთან დაკავშირებითაც.

 

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია. ჩაკეტილია ნაქერალას უღელტეხილი.

 

 

big_banner
არქივი