logo_geo
„კუკუშკა“ თუშეთში – ალვანიდან ომალომდე, შესაძლოა, ვიწრო რკინიგზა აშენდეს
- +

16 თებერვალი. 2020. 01:55

ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობას თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმა ითვალისწინებს, რომელიც თუშეთის განვითარებისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება

 

პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე აცხადებს:

 

„ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობის საპროექტო იდეას, თუშეთში მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული მიმოსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

თუშეთს დანარჩენ საქართველოსთან მხოლოდ ერთი საავტომობილო გზა აკავშირებს. ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და ძალიან საშიშია.

 

გზის გაყვანას ჯერ უნდა გეოლოგიური და გარემოს დაცვითი შესწავლა. მთაში რკინიგზა რომ გაიყვანო, მთაზე უნდა გააკეთო დაახლოებით 12 მეტრის სიგანის თარო, მაშინ, როდესაც ე.წ კუკუშკის გაკეთების შემთხვევაში საჭიროა 3 მეტრის სიგანის შრამი. იმის თქმა, რომ მარტო “კუკუშკა” იყოს და სატრანსპორტო გზა საერთოდ არ იყოს, გამორიცხულია. საჭიროა პროფესიულ დონეზე მუშაობა.

 

როდესაც პროექტზე ვმუშაობდით, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განგვეხილა. როდესაც ვარიანტებს დაწვრილებით ვიხილავდით, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის იდეა გაგვიჩნდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს მიმართულება ვითარდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა. ამ ტრანსპორტს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს იმ რელიეფის პირობებში, როგორიც ჩვენთანაა“.

 

„კუკუშკის” ხაზის მშენებლობა საქართველოში 1897 წელს დაიწყო. რთული კლიმატური პირობების გამო ოთხი წელი გრძელდებოდა. ხაზის სიგრძე სულ 37,2 კილომეტრია, მაგრამ რელიეფის სირთულის გამო გზის გავლას 2,5 საათი სჭირდება.

 

მდებარეობს კახეთის მხარის, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900 – 4800 მ სიმაღლეზე. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.  თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული კომპლექსი მართლაც ლამაზი შენობაა. იქვე მოწყობილია გადასახედი, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი და შესაძლებელია რამდენიმე სოფლის დანახვა.

 

 თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

 

თუშეთი მკაცრი კლიმატითაც გამოირჩევა. ივლის-აგვისტოში აქ ტემპერატურა 14-15 გრადუსია. თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.

 

 

წყარო: tvalsazrisi.ge

 

big_banner
არქივი