logo_geo
დუშეთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
- +

18 თებერვალი. 2020. 17:46

 

მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას, საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან 24 ექიმი (კარდიოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, ოკულისტი, ქირურგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ონკოლოგი;) მიიღებს.  კვლევები მოიცავს კარდიოგრამას და ექოსკოპიასაც.

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

 

მისამართი: ქ.დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ. N72; დუშეთის „ჯეო-ჰოსპიტალი“.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანთათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს წინასწარ მიეწოდებათ.

 

big_banner
არქივი