logo_geo
ევროპის მომავლის ქალაქების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზე დასახელდა
- +

22 თებერვალი. 2020. 00:37

 

 

ცნობილმა გამოცემამ Fdi Intelligence -მა გამოაქვეყნა რეიტინგი სახელწოდებით "მომავლის ევროპის ქალაქები და რეგიონები 2020/2021 წლისთვის", სადაც თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში, რომელიც მომავლის ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქების ხარჯეფექტურობის მიხედვით შეირჩა. ბრიტანული Fdi Intelligence მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი პლატფორმაა, რომელიც ინვესტიციებისა და ეკონომიკის განვითარების სფეროში მუშაობს.

 

საერთო ჯამში, მომავლის ევროპის ქალაქების ჩამონათვალში და საუკეთესო ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ვარშავა, მადრიდი, ამსტერდამი და დუბლინი. სტატიაში აღწერილია, რომ რეიტინგის შედგენისას ავტორებმა ევროპის მასშტაბით 505 ლოკაცია შეისწავლეს. შეფასება ხუთი კატეგორიის მიხედვით მომზადდა. ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების წესი, ხარჯეფექტურობა, დაკავშირებულობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო.

 

რეიტინგებამდე სამუშაო ჯგუფი ქალაქში მათთვის საინტერესო ლოკაციებსა და სფეროებს იკვლევდა. იყო მუდმივი მონიტორინგი, ქალაქის ბიზნესგარემოს შესწავლა და ქალაქის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესი. ათეულში, სადაც საქართველოს დედაქალაქი ხარჯეფექტურობით ლიდერობს, გადაუსწრო ევროპის ისეთ ქალაქებს, როგორიც არის: მინსკი, სოფია, ბუქარესტი და კიევი.

 

აღნიშნულ გამოცემაში თბილისი "ევროპის მომავლის მცირე რეგიონების" რეიტინგშიც მოხვდა და ხარჯეფექტურობის მიხედვით პირველ სამეულში საპატიო ადგილი დაიკავა.

 

 

big_banner
არქივი