logo_geo
მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

10 მარტი. 2020. 22:07

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია: სამეგრელოში - ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე, სოფელ ლიაში. რაჭაში - ხვანჭკარაში. შიდა ქართლში - გოსტიბეში. სამცხე-ჯავახეთში - ლიკანში. აჭარაში - ქობულეთში. იმერეთში - ჭალოვანში;

 

ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს: გურიაში - ვაკიჯვარში. რაჭაში - კრიხში;

 

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა: კახეთში - სოფელ გომბორთან. ქვემო-ქართლში - თეთრიწყაროში. გურიაში: გომსა და მამათში;

 

აქტიური კერებია: იმერეთში - ხონსა და ტყიბულში. სამეგრელოში - ეწერში;

 

მათივე ინფორმაციით, მთელი ქვეყინს მასშტაბით მარტო ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს.

ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება სრულ ლიკვიდაციამდე.

 

 

big_banner
არქივი