logo_geo
თიანეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
- +

8 აპრილი. 2020. 01:44

 

 

 

 

სოფელი მარგანეთი უკვე მეხუთე დღეა იზოლაციაშია. ადგილობრივების ნაწილი სახლებში ჩაიკეტნენ და მეზობლებთან კონტაქტსაც ერიდებიან. მიზეზი ვირუსია, რომელიც სოფელში ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა.

 

ინფიცირებულია სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წარმოშობით სოფელ მაგრანეთიდან არის. მამაკაცი სოფელში ერთი კვირის წინ ჩავიდა, რის შემდეგაც ახლო კონტაქტი ჰქონდა ოჯახის წევრების გარდა სოფლის ათეულობით მცხოვრებთან.

 

 ადგილობრივების თქმით, ინფიცირებულია ამ ოჯახის კიდევ ერთი წევრი- არისკაცის დედა, რომელიც მეზობლების თქმით, ასევე საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

 სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსით მარნეულში დაინფიცირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი