logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს, კორონავირუსზე შეამოწმებენ
- +

8 აპრილი. 2020. 20:35

 

 

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. შტაბის მიერ გავრცელბულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბავშვს აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადებები და გარკვეული დროის მანძილზე ის მძიმედ ავადობდა.

 

„2020 წლის 7-8 აპრილს, 00:10 სთზე, აფხაზეთის მოქალაქე, დაბადებული 2005 წელს შემოყვანილი იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტი იმყოფებოდა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში, პოლიორგანული უკმარისობით. ის დაუყოვნებლივ იყო მოთავსებული საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მიუხედავად გადაუდებელი თერაპიისა, ის სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, - ნათქვამია  განცხადებაში.

 

მედიკოსების თქმით, გარდაცვლილს კორონავირუსზე შეამოწმებენ.

 

 

big_banner
არქივი