logo_geo
გაგრაში ე.წ კომენდანტის საათი გამოცხადდა
- +

8 აპრილი. 2020. 20:57

 

 

„სპუტნიკ აფხაზია“ -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაგრაში, მას შემდეგ, რაც კორონავიურისთ დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

 

კონტროლის გამკაცრების შესახებ განკარგულებას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მოაწერა.

 

გარვცელებული ინფორმაციით,  კომენდანტის საათი იმოქმედებს 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იკრძალება ქუჩაში და საცხოვრებლის გარეთ ყოფნა.

 

გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდინფექცია დაუდასტურდა 29 მარტს მოსკოვდან დაბრუნებულ პირს.

 

 

big_banner
არქივი