logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

8 აპრილი. 2020. 23:05

 

 

„სპუტნიკ აფხაზიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს შესული ახალგაზრდა მამაკაცი 4 აპრილს გახდა ცუდად. იგი გაგრაში, რვასართულიან კორპუსში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

 

კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა მასთან კონტაქტის მქონე ერთ-ერთ პიროვნებას. მის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ.

გაგრაში კომენდანტის საათი დაწესდა და მოქალაქეებს 20:00-დან 07:00 საათამდე საცხოვრებელი სახლის გარეთ ყოფნა აეკრძალათ

 

 

big_banner
არქივი