კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში 3 წლის ბავშვს ძაღლმა უკბინა. ექიმის სატელეფონო რჩევით, მცირეწლოვანს სასწრაფოდ აცრა ესაჭიროებოდა, რის გამოც, ოჯახს კომენდანტის საათის დარღვევა მოუხდა. მამამ, ბავშვი ექიმთან წაიყვანა, თუმცა პოლიციის განყოფილების მიმდებარედ შეაჩერეს.
სამართალდამცველებმა მცირეწლოვანი და ოჯახი კლინიკამდე მიაცილეს.
„კომენდანტის საათის დროს სხვა ეკიპაჟს, რომ არ გავეჩერებინეთ, კლინიკამდე და შემდეგ კლინიკიდან სახლამდე თავადვე მოგვაცილეს. ნამდვილად თანადგომა გამოხატეს“, – განაცხადა ბავშვის მამამ.