logo_geo
ბათუმში კორონავირუსი დედასა და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ
- +

9 აპრილი. 2020. 21:27

 

 

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

 

40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ.

მათი ყველა კონტაქტი ცნობილია, მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახის კიდევ ორი წევრი იმყოფება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

 

საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

 

 

 

 

big_banner
არქივი