logo_geo
ქობულეთის ე.წ. კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა
- +

11 აპრილი. 2020. 22:52

 

 

ქობულეთის ე.წ. კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ქობულეთის ე.კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა, რომლებზეც ზედამხედველობას ვახორციელებდით, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ექვსივე მათგანის ტრანსპორტირება ხდება ახლა კლინიკა "მედალფაში", სადაც სულ, სავარაუდოდ გვეყოლება 24 პაციენტი. მათ შორის ორი მათგანის ტრანსპორტირება შეიძლება მოხდეს თბილისში, ერთ-ერთი არასრულწლოვანისაც. სულ აჭარაში გვყავს 6 განკურნებული ადამიანი. ერთი პაციენტი რჩება კვლავ სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. არასრულწლოვანი არის 10 წლამდე ასაკის მსუბუქი რესპირაციული ჩივილებით"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

 

მისივე თქმით, აჭარაში ერთ-ერთ კლინიკაში ინფექციის შიდა გავრცელებას სწავლობენ.

 

"პირველადი ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოში შიდა ინფექცია არის დაფიქსირებული, მაგრამ კონკრეტული დეტალური ინფორმაცია დასკვნის სახით ჯერ არა გვაქვს. თუკი არის საავადმყოფში შიდა ინფექცია, ეს არის შიდა სივრცეში დაფიქსირებული და არ უნდა დაფიქსირებულიყო, ინფექციური კონტროლის ღონისძიების გარკვეულწილად დარღვევაა. ამ ეტაპზე ბრალეულობაზე ვერ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.

 

 

big_banner
არქივი