ჭიათურაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ - მამაკაცს, რომელიც ქელეხში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. 15 კონტაქტი უკვე დადგენილია. აქედან 5 პირთან დაიფიცირებულს უშუალო კონტაქტი ჰქონდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი სოფელ ითხვისში 5 დღის წინ იმყოფებოდა. მათივე თქმით, ინფიცირებულის დედას საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნა, რის გამოც გუშინ გვიან ღამით, საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"გავიგეთ, დილით ბავშვის დაინფიცირება. მერე დედის ამბავიც გავიგე. სამძიმარზე იყვნენ ჩამოსულები. ეს ბავშვი იმ ღამითვე გაბრუნდა. ძალიან შეგვეშინდა" - აცხადებს ადგილობრივი.