logo_geo
დასავლეთ საქართველოში ფაროსანის გავრცელების მონიტორინგის 2 520 სისტემა დამონტაჟდა
- +

15 აპრილი. 2020. 20:04

 

 

 

სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველ ეტაპზე, 2 520 მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

 

უწყების სპეციალისტებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით მონიტორინგის სისტემები სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში განათავსეს. სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის იდენტიფიკაცია და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ფაროსანის საწინააღმდეგო წამლობა.

 

 

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი