logo_geo
კახეთში ყველა სასაფლაო ათი დღით დაიკეტება
- +

16 აპრილი. 2020. 17:40

 

 

კახეთის რეგიონის ყველა სოფელსა და ქალაქში მდებარე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კახეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საოპერაციო შტაბის წევრებთან ონლაინ-თათბირზე იქნა მიღებული. თათბირში რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერი მონაწილეობდა.

 

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაძლიერებული იქნება საპოლიციო კონტროლი. სოციალური ქცევის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, გატარდება სანქციები და დამრღვევთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება.

 

კახეთის გუბერნატორმა მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

 

„ამ დღეებში ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა კახეთში მოსახლეობა თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება პანდემიის შესაძლო კერების გაჩენის თავიდან აცილებას. კახეთი დღემდე ინარჩუნებს ამ მხრივ სისუფთავეს, ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული, რამდენად გააგრძელებს ეს რეგიონი თავის სუფთად შენახვას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი