logo_geo
იმერეთში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ
- +

19 აპრილი. 2020. 15:06

 

იმერეთში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

 

ამასთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დილიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სასაფლაოებზე მონიტორინგს პირადად ახორციელებს.

 

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, სააღდგომო ლიტურგიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება.

 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერები და მერიის წარმომადგენლები სოფლებში სასაფლაოებზე მონიტორინგს დღესაც და ხვალაც გააგრძელებენ, რომ საფლავებზე მოქალაქეების გასვლა არ დაფიქსირდეს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, სასაფლაოებზე შეზღუდვებია დაწესებული.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი