logo_geo
ზუგდიდის ქუჩებში კარანტინის დროს ალტერნატიული ტრანსპორტი გამოჩნდა
- +

21 აპრილი. 2020. 12:41

 

 

საქართველოში საკარანტინო შეზღუდვების გამკაცრების და მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის პარალელურად, ზუგდიდის ქუჩებში ველოსიპედების და მოპედების გარდა, ცხენშებმული ოთხთვალაც გამოჩნდა.

 

 

მოქალაქეებს ოთხთვალათი ძირითადად ტვირთი და პროდუქტები გადააქვთ. მანამდე კი ამ ალტერნატიული ტრანსპორტით ენგურის ხიდზე მოსახლეობა გადაადგილდებოდა.

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, აიკრძალა ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი