საქართველოში საკარანტინო შეზღუდვების გამკაცრების და მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის პარალელურად, ზუგდიდის ქუჩებში ველოსიპედების და მოპედების გარდა, ცხენშებმული ოთხთვალაც გამოჩნდა.
მოქალაქეებს ოთხთვალათი ძირითადად ტვირთი და პროდუქტები გადააქვთ. მანამდე კი ამ ალტერნატიული ტრანსპორტით ენგურის ხიდზე მოსახლეობა გადაადგილდებოდა.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, აიკრძალა ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა.