logo_geo
ზუგდიდელი მეწარმე სათბურში მოყვანილ კიტრს უფასოდ დაარიგებს
- +

21 აპრილი. 2020. 20:27

 

 

ზუგდიდელი მეწარმე გიორგი გერგედავა, რომელსაც ცაიშში კიტრის სათბურები აქვს, მოსავალს უფასოდ სოციალურად დაუცველებს გადასცემს.

 

 

მეწარმე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, ვერ ახდენს კიტრის რეალიზაციას და ის მზადაა მთელი მოსავალი სოციალურად დაუცველებს გადასცეს უანგაროდ. „პროდუქტს, ძირითადად რესტორნებსა და სასტუმროებში ვაბარებდი, კიტრი შარშან ამ დროს 12 ლარი ღირდა. პანდემიის გამო, ეს ობიექტები რომ დაიხურა, შემდეგ დეზერტირების ბაზარში ვაბარდებდით 4 ლარად, მაგრამ უკვე ესეც შეუძლებელი გახდა და მირჩევნია ხალხს მივცე. პროდუქტის ნაწილი ნაცნობებში დავარიგე, 1 ტონამდე მოსავალი კიდევ არის. მზად ვარ გადავცე იმას, ვინც ახლა უმუშევრად დარჩა და საკვები პროდუქტების შეძენა უჭირს“, - აცხადებს გიორგი გერგედავა.

 

 

მეწარმე საქველმოქმედო ინიციატივის განხორციელებაში დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს: ოფიციალურად მივმართავ ზუგდიდის მერიას ამ დღეებში, რომ დამეხმაროს ტრანსპორტით, პროდუქციის დარიგებაში“. გიორგი გერგედავა ამბობს, რომ მოსავლის უფასოდ დარიგებას, პანდემიის დასრულებამდე გააგრძელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი