logo_geo
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომავალი კვირიდან საბითუმო ბაზარი გაიხსნება
- +

23 აპრილი. 2020. 17:44

 

 

კახეთში კიტრის დროული რეალიზაციისათვის, მომავალი კვირიდან საბითუმო ბაზარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გაიხსნება.

 

 

მთავრობის ეს გადაწყვეტილება დღეს მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს.

 

 

ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს.

 

 

გარდა საბითუმო ვაჭორობისა, უკვე რამდენიმე დღეა ადგილიბრივი მერია ფერმერებისთვის სხვა მუნიციპალიტეტებში გადაადგილების მიზნით საშვებს ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს.

 

 

ლაგოდეხში წელს 10 ათას ტონამდე კიტრის მოსავალს ელოდებიან.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი