logo_geo
თბილისში ატმოსფერული დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა – როგორია მონაცემები
- +

24 აპრილი. 2020. 12:41

 

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

 

 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული, ძირითადად, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთანაა დაკავშირებული.

 

 

„სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი