logo_geo
ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეეზოვეებს „გვირილობა“ მიულოცეს
- +

2 მაისი. 2020. 10:11

 

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილიმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა მეეზოვე ქალებს „გვირილობა“ მიულოცეს.

 

 

კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში „ორმაისობა-გვირილობა“ წელს მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის.

 

 

„ქალაქის ყოველი დილა სწორედ მეეზოვეების შრომით იწყება, ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია . ამიტომაც, წლევანდელი 2 მაისი მათთან სტუმრობით დაიწყო,“ – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

 

 

ქუთაისელ მეეზოვე ქალბატონებს დავით ერემეიშვილმა და იოსებ ხახალეიშვილმა თაიგულები მიართვეს და ქალაქის სისუფთავესა და იერ-სახეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

big_banner
არქივი