logo_geo
„თუ COVID19 აფხაზეთში გავრცელდება, სამწუხარო შედეგი გარდაუვალია“- რუსი ექიმი მიმართვას ავრცელებს
- +

5 მაისი. 2020. 19:41

 

 

აფხაზური საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი „ადგილარა“ რუსეთში მოღვაწე, აფხაზი ექიმის მიმართვას ავრცელებს. ექიმის თქმით COVID19- ით ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში კოლოსალურია, კლინიკები და „ცხელების ცენტრები“ ინფიცირებულთა მიღებას ვეღარ ახერხებენ, რადგან ადგილები გადავსებულია.

 

არგუნ მაზინას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა აფხაზეთშიც გაიზრდება, რეგიონი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, რადგან რუსეთთან შედარებით, აფხაზეთში ბევრად გაუმართავი სისტემაა.

 

მედიკოსი აფხაზ მოსახლეობას სთხოვს დაემორჩილონ შეზღუდვებს და აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გავიდნენ სახლიდან.

 

 

 

big_banner
არქივი