logo_geo
ქობულეთი 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის მზადებას იწყებს
- +

8 მაისი. 2020. 10:29

 

 

 

ქობულეთი 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის მზადებას იწყებს. მერის, მირიან ქათამაძეს ინფორმაციით მუნიციპალიტეტი, თავისი შესაბამისი სამსახურებით ყველაფერს გააკეთებს, რათა დამსვენებლებს მაღალი ხარისხის სერვისები შესთავაზონ, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა წელს ქობულეთი ტურისტების სიმრავლით გამორჩეული, რაც მთელ რიგ გარე ფაქტორებზე არის დამოკიდებული:

 

 

"ეტაპობრივად,თანმიმდევრობით და გეგმაზომიერად იხსნება სხვა და სხვა სახის შეზღუდვები. რბილდება სხვადასხვა სახის რეგულაციები და შესაბამისად ასევე ეტაპობრივად ხდება მომზადება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. იქნება თუ არა ტურისტული სეზონი ვიზიტორების სიმრავლით გამორჩეული ამაზე ნაადრევია საუბარი, მაგრამ არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს იქნა წარმოდგენილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2020 წლის საზაფხულო სეზონისათვის იმ ფარგლებში, იმ მოცულობით, რასაც ითვალისწინებს ანტიკრიზისული გეგმა, ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით მზად," - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი