logo_geo
ახალციხე შესაძლოა ახალი ვირუსის აფეთქების კერად იქცეს
- +

9 მაისი. 2020. 02:56

 

 

ყირიმ-კონგოს ცხელებით, ადიგენიდან თბილისში გადმოყვანილი 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

 

ახალგაზრდა მამაკაცი, ახალციხიდან ბოჭორიშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, მდგომარეობის გართულების გამო გადმოიყვანეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მას ინფექცია სავარაუდოდ საქონლისგან გადაედო. ახლობლების ინფორმაციით, ბექა კოჟორიძე ადიგენში ცხოველებს მწყემსავდა.

 

ექიმების ინფორმაციით, ახალციხეში მსგავსი სიმპტომებით მოსახლეობის მიმართვიანობამ იმატა. შესაბამისად მედიკოსები არ გამორიცხავენ რომ ახალციხე ახალი ვირუსული ინფექციის აფეთქების კერად იქცეს.

 

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვურუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. თავად ტკიპა, დაავადებული ცხოველზე ან მღრნელზე კბენის დროს ინფიცირდება.

 

 

big_banner
არქივი