logo_geo
საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ კაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა
- +

20 მაისი. 2020. 01:19

 

 

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ-19-ით ერთი პაციენტია მოთავსებული. ახალგაზრდა კაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კლინიკაში მეექვსე დღეა მკურნალობს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, კაცმა კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც სიმპტომები ისევ გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში კვლევისთვის გაიგზავნა და კვლავ დადებითი პასუხი მიიღეს.

 

ახალგაზრდა კაცი საჩხერის კლინიკაში თავდაპირველად საირმის საკარანტონო სივრციდან იყო გადაყვანილი.

 

big_banner
არქივი