logo_geo
„მიხარია, რომ მომავალ წელს მათ გარეშე შევხვდები! ზოგიერთის სახელის ხსენებაც მზარავს“- მასწავლებლის სკანდალური პოსტი
- +

23 მაისი. 2020. 21:49

 

 

 

2020 წლის კურსდამთავრებულებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა.

 

მასწავლებელი წლევანდელი გამოშვების მოსწავლეებს ემშვიდობება და როგორც ამბობს, უხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მას ფავორიტი მოსწავლეებიც ჰყავს, ზოგიერთის სახელი და გვარის ხსენება კი ზარავს.

 

"ჩემთვის 26-გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები! (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას ერ ეხება), ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!", - წერს მასწავლებელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი