logo_geo
22 მაისს კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა
- +

25 მაისი. 2020. 18:10

 

 

 22 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად  კახეთის რვავე რაიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.

 

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სეტყვისგან დასაცავად სისტემამ 380 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა, დამუშავდა 2045 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასა.

 

რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასები დღის პირველი ნახევრიდან ეტაპობრივად გავრცელდა და სრულად მოიცვა რვავე მუნიციპალიტეტი.

 

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსალოდნელი მარცვლის ზომამ 51 მმ-ს მიაღწია, ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, რამდენიმესაათიანი აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

big_banner
არქივი