logo_geo
კახეთის რეგიონში სეპარირების ურნები პირველად თელავში გამოჩნდა
- +

21 მარტი. 2017. 01:37



კახეთის რეგიონში სეპარირების ურნები პირველად თელავში გამოჩნდა. „მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, IUSAD-ის  დაფინანსებით ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ალაზნის გამზირზე 36 ურნა დაიდგა.


მოსახლეობა ქაღალდისა და პლასტმასის ნივთებს ურნებზე განთავსებული სპეციალური წარწერების მიხედვით ჩაყრის. ურნების დასაცლელად ალაზნის გამზირს ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება.


ქაღალდისა და პოლიეთილენის ნარჩენებს კეთილმოწყობის სამსახური შესაბამისი დანადგარით ადგილზე დაპრესვის შემდეგ გადამამუშავებელ ქარხანას გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩააბარებს. ნარჩენების გადამუშავებისგან შემოსული თანხა კი ისევ ქალაქის კეთილმოწყობას მოხმარდება.


თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, დაგეგმილია სეპარაციის ურნების რაოდენობის გაზრდა. მისივე თქმით, 2019 წლიდან ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების შესაბამისად, სეპარაციის ურნების მოწყობა ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი