logo_geo
რუსთავის ტყეში პუმას ეძებენ
- +

7 ივნისი. 2020. 02:50

 

 

რუსთავის ტყე-პარკში, არც მეტი, არც ნაკლები, შესაძლოა პუმა ნახოთ.

 

ადგილობრივ ფერმერებში პანიკაა - "დიდი კატა", რომელიც რუსთავის ტყეში ბინადრობს, პირუტყვს ჭამს. 70 კილოგრამიანი, 1 მეტრზე მეტი სიმაღლის ცხოველი - ასე ახასიათებს მოსახლეობა მტაცებელს, რომელიც უკვე 5-მდე ადამიანმა საკუთარი თვალით ნახა.

 

 

მტაცებელი ცხოველი რუსთავის ტყე-პარკში პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ის გაიზარდა და ადგილობრივი ფერმერებისთვის საფრთხის შემცველი გახდა. როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მტაცებლის გამო ჯამში 2 ძროხა, 7 ცხვარი და ქათმები იზარალეს.

 

ფერმერები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, რომ დახმარების თხოვნით პოლიციასაც მიმართეს. დეტალები ნახეთ ვიდეოში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი