მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ორივე ინფიცირებული სოფელ ქირაჩ-მუღანლოდანაა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.
მარნეულში დღეისათვის ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევაა, მათგან 29 გამოჯანმრთელებულია.