logo_geo
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
- +

10 ივნისი. 2020. 02:14

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული დაემატა. პაციენტი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. ქალი 14 დღის მანძილზე იზოლირებული იყო და COVID-19 საკარანტინო ზონის დატოვების შემდეგ დაუდგინდა. ის ქვემო ბოლნისში დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტია.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2 სოფელი - მუშევანი და გეტა ისევ მკაცრ საკარანტინო რეჟიმში რჩება. თუმცა, ხვალიდან ინტენსიური თერმოსქრინინგისა და PCR-ტესტების მეშვეობით ეპიდვითარება უკეთ გაირკვევა და სავარაუდოდ, გეტა 14 ივნისს გაიხსნება. მუშევანში ინფიცირების ბოლო შემთხვევა 30 მაისს დაფიქსირდა. ამ სოფელში პირველი საინკუბაციო პერიოდი არ გასულა.

 

 

საქართველოში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 686 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი