logo_geo
ბათუმში ცენტრალური ქუჩები ცალმხრივი ხდება
- +

15 ივნისი. 2020. 20:43

 

 

საგზაო მოძრაობის განსატვირთად სექტემბრიდან ბათუმის რამდენიმე  ცენტრალური ქუჩა ცალმხრივი გახდება. სატრანსპორტო ცვლილების კიდევ ერთი მიზეზი ბასლაინებისთვის აუცილებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

 

ცალმხრივი ხდება გორგილაძიდან  ყველა პარალელური ქუჩა პუშკინის ჩათვლით. თუმცა მძღოლებისა და მგზავრების ნაწილი ახალ სატრანსპორტო სქემას უკვე იწუნებს. ფიქრობენ, რომ ცვლილება სატრანსპორტო მოძრაობას მაინც ვერ განტვირთავს. მგზავრები ასევე ამბობენ, რომ მათთვის დანიშნულების ადგილამდე მისვლა ახალი გადაწყვეტილებით რთულდება.

 

http://ajaratv.ge/article/60496?fbclid=IwAR2ryPdsMCg9QdVJhFAq_022UlACvBSVoqXfZCz5QfNjpR_Wdllj4EVWoOE

 

 

big_banner
არქივი