logo_geo
„პალმა შუა ქუჩაში“
- +

22 მარტი. 2017. 20:08



ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში, საავტომობილო გზაზე, პალმა დგას. მოსახლეობამ არც გზის მშენებლებს და არც გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს უფლება არ მისცა პალმა მოეჭრათ ან სადმე სხვაგან გადაეტანათ. მოსახლეობამ პალმის ზუსტი ასაკი არ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ  მცენარე დაახლოებით 70-80 წლისაა.


ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები დინეზა ტუღუში ამბობს, რომ 47 წლის წინ, როცა ქუჩაზე დასახლდა, პალმა დახვდა.


„70 წელზე მეტის მაინც იქნება. ერთი ათი წლის წინ იყვნენ გამწვანებიდან მოსული, მოთხრა უნდოდათ. ყველა ფეხზე დავდექით და არ გავატანეთ. ვუფრთხილდებით ამ ხეს, თან  საორიენტაციოდაც კარგია.  ვინმე რომ დაგირეკავს და მისამართს გკითხავს - ეტყვი პალმასთან ვცხოვრობო და ადვილად აგნებენ მერე" , - ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები შაქრო თურმანიძე.

 



 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი