logo_geo
წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარი ლოკალიზებულია
- +

8 ივლისი. 2020. 02:45

 

 

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარი ლოკალიზებულია, - ინფორმაციას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს.

 

მისივე განცხადებით, სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის 10-მდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის დარჩენილი კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი საუნიდან გაჩნდა.

 

სასტუმრო „რედისონ ქოლექშენის“ გენერალური დირექტორის, ელენე ოთარაშვილის განცხადებით, ცეცხლის სხვა სართულებზე გადასვლის საშიშროება არ არის.

 

ჩვენ გვაქვს ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და დამსვენებლების გამოყვანა სასტუმროდან დროულად მოხდა. ცეცხლი მეოთხე სართულზე ერთ ოთახში გაჩნდა, რა დროსაც დროულად ჩაერთო სისტემა და შევძელით ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ცეცხლი უკვე ლოკალიზებილია”- აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.

 

ფოტო: კახა კუპატაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი