logo_geo
რუსთავში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
- +

9 ივლისი. 2020. 22:59

 

 

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, მიმდინარეობს ქრობითი სამუშაოები.

 

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს კორპუსის ევაკუაცია და ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელია.

 

 

big_banner
არქივი