logo_geo
ბათუმის ბულვარში 17 წლის ბიჭი დაჭრეს
- +

10 ივლისი. 2020. 02:50

 

 

ბათუმის 17 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ბულვარში, საზაფხულო თეატრთან მოხდა. მას ჭრილობა მუცლის ღრუში დანით აქვს მიყენებული. ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა მძიმეა.

 

თვითმხილველების თქმით, ხმაური იყო, თუმცა თავად ფაქტს არ შესწრებიან. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი შველას ითხოვდა.

 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი