logo_geo
ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა
- +

10 ივლისი. 2020. 11:26

 

 

ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც.

 

მოსახლეობის თქმით, ყოველი უხვი ნალექის დროს ამ პრობლემის წინაშე დგებიან.

 

„რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ წუთებში მობილიზებულია ყველა სამსახური. ყველა სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი