logo_geo
რუსთავში ქვესადგურში აფეთქება მოხდა
- +

21 ივლისი. 2020. 01:17

 

 

 

რუსთავში, მე-7 მიკრორაინში არსებულ ქვესადგურში ტრანსფორმატორი მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ქვესადგურში აფეთქება მოხდა და ზარალი მიმდებარედ მცხოვრებ ათას ოჯახს მიადგა.

 

ადგილობრივების თქმით, მწყობრიდან გამოვიდა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელთა საფასურმაც, საერთო ჯამში, შესაძლოა, ათეულობით ათას ლარს გადააჭარბოს.

 

ინფო რუსთავის ცნობით, 7 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდეც არ მიეწოდებათ.

 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი