logo_geo
ბათუმის „რვაფეხას“, რომელიც ფონდი ,,ქართუს“ მიერ იქნა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

27 ივლისი. 2020. 16:43

 

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით „რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა. კაფე „ფანტაზიას“ („რვაფეხას“) მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან ნაგებობა ძლიერი დაზიანების გამო არ ფუნქციონირებდა.

 

 

ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, მოპირკეთდა მოზაიკით. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.

 

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

 

 

big_banner
არქივი