logo_geo
სტიქია ონში - ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
- +

29 ივლისი. 2020. 10:18

 

ლენტეხის შემდეგ სტიქიამ ამჯერად ონი დააზარალა. ძლიერმა და ინტენსიურმა წვიმამ მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათეულობით ჰექტარზე დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები და მწყობრიდანაა გამოსული ინფრასტრუქტურა.

 

წაღებულია ხიდები და  გზები, გარესამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი და მათ შორის კურორტი შოვი.

 

 ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამაშველო სამსახურები, თუმცა ადიდებული მდინარეების გამო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

 

ძლიერი წვიმა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა.

 

big_banner
არქივი